1. პროექტის სახელწოდება: მე და საზოგადოება-ოჯახი
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა):ოჯახი, ყველაზე მთავარი ჯგუფი საზოგადოებაში, პიროვნება, მე, როგორც საზოგადოებრივი ჯგუფის -ოჯახის წევრ ი
3.პროექტის აქტუალობა:ხშირად მოსწავლეები ვერ აცნობიერებენ იმ გარემოს, სადაც ცხოვრობენ, უჭირთ აღიქვან საკუთარი თავი საზოგადოების წევრად, ვერ იაზრებენ საკუთარ მოვალეობებს ოჯახში და არ ეკიდებიან პასუხისმგებლობით საერთო საქმეს.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლემ ადეკვატურად აღიქვას თავისი თავი საზოგადოებრივ ჯგუფში-ოჯახში. გააცნობიეროს ყველა ოჯახის წევრის უფლება-მოვალეობები, ისწავლოს თვითშეფასება, რაც მომავალში საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრაში დაეხმარება, განუვითაროს პასიხიმგებლობის გრძნობა და გამოიმუშავოს სხვა ადამიანების მიმართ ზრუნვა-პატივისცემის გამოვლენა.
5.მოსწავლის ასაკი: 8-9 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა 7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შიქმნას: პლაკატები, ისწავლიან რა არის ოჯახი, პატივისცემის გამოხატვას ოჯახის წევრების მიმართ, იზრუნებენ და დააფასებენ მათ, გაინაწილებენ შრომას, გაიაზრებენ თავიანთ მოვალეობებს და პასუხიმგებლობას.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატის ქარალდი, ფერადი ფანქრები, მოძიებული ინფორმაცია
9. პროექტის მსვლელობა:(ძირითადი აქტივობები):ჯგუფური მუშაობა, ასოციაციური რუკა, მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, კედლის გაზეთის გაფორმება, პრეზენტაცია.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეროვნული სასწავლო გემიდან გამომდინარე კავშირია-მე და საზოგადოება და ქართული ენა
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მადონა ბექაური
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: madonabekauri20@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:https://madonaict.blogspot.com/
No comments:
Post a Comment